კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „გაწბილებულია“ რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით და აპირებს 25-დან 50 %-მდე მეორადი ტარიფები დააწესოს რუსულ ნავთობზე, თუკი ის იგრძნობს, რომ მოსკოვი არ არის მოწოდებული მშვიდობისკენ: „მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება, არც იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ მისი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან ამჟამად ყველაზე დაბალ წერტილშია, ტრამპმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს. „არა, არ ვფიქრობ ასე. არ ვფიქრობ, რომ ის თავის სიტყვას არ შეასრულებს. ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, მე დიდი ხანია, ვიცნობ მას. ჩვენ ყოველთვის კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვიყავი ზოგიერთი რაღაცით, რაც ბოლო ორი დღის მანძილზე ითქვა ზელენსკისთან დაკავშირებით, როდესაც ის ზელენსკის არასანდოდ მიიჩნევს. მან, სავარაუდოდ, მასთან უნდა დადოს გარიგება, მოსწონს თუ არა ის. ასე რომ, ამით არ ვიყავი კმაყოფილი. ნამდვილად არ მსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, მაგრამ თუ ისინი დაწესდება, ეს მათთვის არ იქნება კარგი“, – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა, ასევე, ისაუბრა უკრაინასთან მინერალების სავარაუდო გარიგებიშ შესახებ: „ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“ - განაცხადა ტრამპმა.
ბოლო ამბები